რომან გოცირიძე „მავნებლურს“ უწოდებს პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ

ოპოზიციონერი დეპუტატი – რომან გოცირიძე „მავნებლურს“ უწოდებს პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მდარე საარჩევნო პროპაგანდა.

„თუკი ხელისუფლება შეიცვალა, „ნაცმოძრაობას”, გახარიას პარტიასა და მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს. დღეს ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს.
პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის, თუ რა მდგომარეობაში იყო მიხეილ სააკაშვილი და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან კარგად ჩანს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები