გივი მიქანაძე – გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: მათთვის მხოლოდ ის კვლევებია მისაღები, სადაც მათთვის სასურველი მონაცემებია დაფიქსირებული
მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე ” სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
,,მათთვის მხოლოდ ის კვლევებია მისაღები, სადაც მათთვის სასურველი მონაცემებია დაფიქსირებული.
ისინი წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ NDI-ს კვლევებს ენდობოდნენ, როდესაც ამ კვლევებით გამოვლინდა, რომ ისინი ბარიერის გადალახვასაც ვერ ახერხებენ, უცებ მათი კვლევები არასანდო და მიუღებელია“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე NDI-ს ბოლო კვლევას აკრიტიკებს.