ოლაფ შოლცს კორონავირუსი დაუდასტურდა
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა Twitter-ზე (X) დაწერა.
შოლცმა აღნიშნა, რომ ეს აშკარად „არ არის ისეთი სიურპრიზი”, რომელიც მას გაუხარდებოდა.
“COVID-19-ზე ჩემი ამჟამინდელი ტესტები ორ ხაზს აჩვენებს. ნაკლები სიმპტომით ვარ და ვიმედოვნებ, რომ დაავადება მსუბუქად წარიმართება, და ახლა მხოლოდ საკუთარ მაგიდასთან ვმუშაობ”,- დაწერა შოლცმა.
შოლცს კორონავირუსზე დადებითი პასუხი ბოლოს 2022 წლის სექტემბერში ჰქონდა. მაშინ მან იზოლაციის პერიოდი კაბინეტში გაატარა და მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ შოლცის ინფექცია ევროკავშირის სამიტის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ გამოვლინდა, სადაც მას კონტაქტი 27 ქვეყნის ლიდერთან ჰქონდა.