მშვიდობა და ბავშვების კეთილდღეობა მსოფლიოში – სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან მიმართვას ავრცელებს

საშობაო მოგზაურობის დაწყებამდე, სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს.

“ეს წელი იყო საკმაოდ მღელვარე. და ისე ჩანს, თითქოს ადამიანებმა უკვე დაივიწყეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, მაგალითად, მეგობრობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოში არის ბავშვების კეთილდღეობა. ბავშვების კეთილდღეობა მთელი წლის განმავლობაში ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს. კარგი იქნება, გვახსოვდეს, რომ მეგობრობა და საშობაო განწყობა შეგვიძლია, ვიპოვოთ ერთ ადგილას – ჩვენს გულებში. ჩვენ ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ ჩემი სურვილი ახდეს.

ჩემი უდიდესი სურვილია, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს შეეძლოთ ერთად მშვიდობიანად ცხოვრება. დროა, ვუთხრათ ყველას – შობას გილოცავთ და ბედნიერ და უკეთეს ახალ წელს გისურვებთ“, – განაცხადა სანტამ.

სანტას ტრადიციული მიმართვა ლაპლანდიის საშობაო სოფელ როვანიემიდან ყოველწლიურად, შობის წინ ვრცელდება. ყოველწლიურად სანტა ლაპლანდიაში დაახლოებით, ნახევარ მილიონ წერილს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები