ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, სადაც ისრაელის ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრებს.
როგორც ოსტინმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის კოლეგა იოავ გალანტს, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ომის კაბინეტს შეხვდება და განიხილავს “ჰამასის” განადგურების ისრაელის ოპერაციას, ხალხის დაცვის აუცილებლობა, ასევე, აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებს.
მანამდე, CNN-ი წერდა, რომ ოსტინის მიზანია, სხვა საკითხებთან ერთად, მიიღოს ოპერაციის უფრო კონკრეტული შეფასება.
აღინიშნება, რომ ოსტინის ვიზიტი ბაიდენის და ნეთანიაჰუს შორის განხეთქილების გაღრმავების ფონზე წარიმართება.