Politico: ევროკავშირის ქვეყნებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, 215 მილიონი დოზა გადაყარეს

ევროკავშირის ქვეყნებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიარდი ევროს ღირებულების, სულ მცირე, 215 მილიონი დოზა გადაყარეს.

ამის შესახებ Politico წერს.

აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ვაქცინები პანდემიის პიკის დროს შეიძინეს.

ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინის, ჯამურად, 1,5 მილიარდი დოზა იყო განაწილებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მესამე ქვეყნებისთვის პრეპარატის გადაცემის მცდელობები ჩავარდა “მოთხოვნის შემცირებისა და ლოგისტიკური პრობლემების გამო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები