CNN: აშშ-ში 130-ზე მეტმა საჯარო მოხელემ ბაიდენს მიმართა, რომ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვოს
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) 130-ზე მეტმა თანამშრომელმა მოუწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვოს.
ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალეხანდრო მაიორკასისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელზეც წვდომა CNN-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს.
„ჩვენ ვუერთდებით ჩვენს კოლეგებს კაპიტოლიუმში, USAID-ში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვა აღმასრულებელ შტოში, რომლებმაც გამოთქვეს მსგავსი შეშფოთება და ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართეს, რომ მოითხოვოს ცეცხლის და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – ნათქვამია წერილში.
წერილის ხელმომწერები უცნობია, მაგრამ აღნიშნულია, რომ ისინი მუშაობენ დეპარტამენტის რამდენიმე ფედერალურ სააგენტოში, მათ შორის, იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოსა და აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურში.
DHS-ის თანამშრომლებმა თქვეს, რომ, უსაფრთხოებისა და პროფესიული შედეგების რისკის გამო, წერილს ხელი ანონიმურად მოაწერეს.
მათ განაცხადეს, რომ “ღრმად არიან შეშფოთებული იმის გამო, თუ როგორ აღიარებენ, მხარს უჭერენ და “გლოვობენ” ღაზაში დაღუპულ პალესტინელებს. წერილში ასევე აკრიტიკებენ DHS-ს ღაზას დაბომბვაზე „თვალის დახუჭვის“ გამო.
”DHS არის ჩუმი მოწმე იმ შიმშილის, რომელსაც პალესტინელები განიცდიან, რადგან კრიტიკული საკვების მარაგმა საშიშად დაბალ დონეს მიაღწია. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე და მივაღწიოთ დაუყოვნებლივ, მუდმივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის დაბრუნების შესახებ,” – ამბობენ წერილის ხელმომწერები.