რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე შვედეთში საარჩევნო კონფერენციას ესწრება
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და აღმასრულებელი სამდივნოს წევრი თამარ რომელაშვილი ვედეთის ლიბერალური სახალხო პარტიის (Folkpartietliberalerna) მოწვევით, შვედეთში გამართულ საარჩევნო კონფერენციას ესწრებიან.
როგორც ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, შვედეთის ქალაქ გეტებორგში მიმდინარე კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება, ურთიერთობის გაღრმავებადა სამომავლო თანამშრომლობა ლიბერალურ პარტიებს შორის.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.
ქალაქ გეტებორგის მერმა ლენამალმმა კონფერენციის მონაწილეებისთვის მიღება გამართა. (Lord Mayor Mrs.Lena Malm). მერი სტუმრებს გეტებორგის ისტორიასა და მის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ესაუბრა. მიღებას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდა რესპუბლიკელები, რომლებიც შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მოწვევით წინასაარჩენო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას.
მსგავსი კონფერენცია ლიბერალების ორგანიზებით შვედეთში წინასაარჩევნოდ უკვე მეორედ იმართება.
პირველი ასეთი შეხვედრა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები შვედეთის საარჩევნო სისტემას და უშუალოდ საარჩევნო პროცესს ეცნობიან, ოთხი წლის წინ, 2010 წელს გაიმართა.
აღნიშნულ კონფერენციაში საქართვლოსთან ერთად მონაწილეობდნენ, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვეთის, ბელორუსიისა და ყირგი ზეთის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში იმართება შეხვედრები შვედეთის ლიბერალურიხალხის პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, საარჩევნო კომისიის წევრებთანდა არჩევნებში ჩართული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კონფერენციის ნაწილიეთმობა საერთაშორისო მონაწილეების საკუთარიქვეყნების შესახებ პრეზენტაციებსა და დისკუსიებს. კვირას, 14 სექტებერს, არჩევნებისდღეს კონფერენციის მონაწილეები მასპინძლებთან ერთად საარჩევნო პროცესს საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.
14 სექტემბერს, შვედეთში საკანონმდებლო ორგანოს – რიკსდაგის არჩევნები გაიმართება.
შვედეთის 329 მანდატიანი რიკსდაგი პროპორციული კენჭისყრის წესით 4 წელიწადში ერთხელ აირჩევა.