ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

სახელმწიფოს მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 12 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები