,,ლონდონის ჩაქუჩი“ 140 მილიონი წლისაა
მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება ,,ლონდონის ჩაქუჩი“ 1934 წელს აღმოაჩინეს. ტეხასის შტატის პატარა ქალაქ ლონდონში, ქვის პატარა ნატეხის შესწავლისას მასში გაქვავებული ჩაქუჩი აღმოჩნდა. ქანების გეოლოგიური შესწავლისას დადგინდა არტეფაქტის ასაკი. შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა – ჩაქუჩის ასაკი 140 მილიონ წელს შეადგენდა. 30-იან წლებში უცნაური არტეფაქტის გარშემო კვლევები დაახლოებით 50 წლის მანძილზე შეჩერდა და 80-იანი წლების მეორე ნახევარში კვლავ განახლადა, თუმცა განმეორებითი ანალიზის გარდა მეცნიერებმა, სერიოზულ წარმატებებს ვერ მიაღწიეს.
30 წლის მანძილზე უამრავი სამეცნიერო სტატია დაიწერა უცნაური ჩაქუჩის შესახებ. ზოგიერთმა სკეპტიკოსმა მას ,,შეუფერებელი არტეფაქტიც“ კი უწოდა, ზოგმა ,,ევოლუციურ შეცდომად“ მონათლა. ჰიპოთეზების სიმრავლის მიუხედავად, რეალური პასუხი შეკითხვაზე – თუ რა უნდოდა იურიული ეპოქის შუა პერიოდის ქანებში საშუალო ზომის ჩაქუჩს, ვერავინ გასცა. აღსანიშნავია, რომ ჩაქუჩი არ ჟანგდება, ის იდეალურადაა შენახული და დღემდე გაქვავებულ მდგომარეობაშია.