მარსმავალმა ,,Curiosity“-მა ელოიდის მთას მიაღწია

   ამერიკის ნაციონალური აეროკოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, მარსმავალმა ,,Curiosity“-მა ელოიდის მთას მიაღწია, რომელიც ჰეილის კრატერის ცენტრშია. მარსმავალზე ნიადაგის სპეციალური საბურღი მოწყობილობაა დამონტაჟებული, რომელიც უახლოეს დღეებში ამუშავდება. აღნიშნულ მოვლენას მარსის მკვლევარებმა ,,მარსის ახალი ეპოქის“ დაწყება უწოდეს.
,,ჰეილის კრატერის დიამეტრი 150 კილომეტრია. ელოიდის მთა ზედ კრატერზეა მოთავსებული. ორივე ობიექტი დიდი ხანია ასტროფიზიკოსების ინტერესს იწვევს, მეცნიერებს კრატერის ზედაპირზე არსებული ნიადაგის ნიმუშები აინტერესებთ, რომლებსაც მარსმავალი მოგვაწვდის“,- განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯიმი გრინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები