ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 5-დან 10 წლამდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 5-დან 10 წლამდე გაიზარდა.
ე.წ.პარლამენტმა კანონში „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ე.წ. კანონში ცვლილება შეიტანა.
აღნიშნულია, რომ „ბინადრის მოწმობის აღების გამარტივებული პროცედურა“გულისხმობს „ბინადრის მოწმობის აღების პროცედურას იმ პირების მიერ, რომლებიც ექვემდებარებიან მის მისაღებად შეღავათიან პირობებს”.