უნიკალური ოპერაცია თავის ტვინზე – პაციენტი ოპერაციისას ვიოლინოზე უკრავდა (ვიდეო)

  ისრაელში ერთ-ერთი კლინიკის ექიმებმა თავის ტვინზე ჩვეულო ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიმდინარეობისას პაციენტი ვიოლინოზე უკრავდა. ქირურგიული ჩარევა ლიტველ მევიოლინეს დასჭირდა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ხელები უკანკალებდა.
დაავადების გამო, მუსიკოსს ორკესტრში დაკვრაზეც უარი უთხრეს. ექიმებმა გამოსავალი იპოვეს და ნაომი ელიშუვს ტვინში კარდიოსტიმულატორის იმპლანტი ჩაუსვეს.
ოპერაციის დროს პაციენტს ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთდა და ვიდრე ქირურგები მას ოპერაციას უკეთებდნენ, ნაომი ელიშუვი მოცარტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს უკრავდა, ეს კი ექიმებს საშუალებას აძელვდა ნერვულ იმპულსებს დაკვირვებოდნენ.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა.ექიმებმა კი იმედი გამოთქვეს, რომ ელიშუვი მალე შეძლებს ლიტვის სიმფონიურ ორკესტრში დაბრუნებას და პუბლიკის წინაშე გამოსვლას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tWHA7q4IQmg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები