გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საჯარო მოხელეებიც იღებდნენ. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

„დღეს ჩვენ პერფორმანსით შევუერთდით მსოფლიოში გამართულ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, დავგმეთ ძალადობა და ჩვენი აქციით გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ” – განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვერიკო კვირკველიამ.

მათი ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები