სამტრედიაში დღის ცენტრ ,,ლამპარის” ბენეფიციარებს შშმ პირთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლამპარს” ესტუმრა. ამის შესახებ სამტრედიის მერიაში განაცხადეს.

მათი ცნობით, მხარდაჭერა, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლება დღის ცენტრის 16 ბენეფიციარს საზოგადოებაში ინტაგრაციაში ეხმარება, მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის.

დღეს აქაური ბენეფიციარები ტკბილეულითა და საჩუქრებით გაახარეს. მათთვის საყვარელმა ანიმატორებმა კი მხიარული და სასიამოვნო გარემო შექმნეს.

,,აქ სტუმრობით ყოველთვის დადებითი ემოციებით ვივსებით. მუნიციპალიტეტის ჩართულობით დღის ცენტრს უფინანსდება კომუნალური და სატრანსპორტო ხარჯები. ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავთ აღმზრდელ-პედაგოგთა მაქსიმალურ ჩართულობაა ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსგავსი ღონისიებები”,- აცხადებს დავით ბახტაძე.

,,მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს ჩვენი ბავშვების გახარებისთვის, თანადგომისთვის. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები დიდი სტიმულია,” – განაცხადა დღის ცენტრის პედაგოგმა, შუქია თვალაბეიშვილმა.

შშმ პირთა დღე 3 დეკემბერი 1992 წლიდან აღინიშნება და იგი გაეროს ინიციატივით დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები