სიმონიანმა ოკუპირებული აფხაზეთი 2001 წლის კოდორის ხეობის მოვლენების გამო შეაქო, ასევე – USAID-ი გააკრიტიკა

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც აფხაზ სტუდენტებს შეხვდა.

მისი თქმით, რუსები აფხაზების მუდამ მადლიერი იქნებიან იმის გამო, რომ 2001 წელს სოჭში რუსლან გელაევის “ბანდა არ შეუშვეს”.

მისი თქმით, 2001 წელს ე.წ.რესპუბლიკაში კორესპონდენტად ჩავიდა კოდორის ხეობის მოვლენების გასაშუქებლად. მაშინ “სამშობლოს დასაცავად ხალხი აღდგა და ტერორისტებს რუსეთში შესვლის უფლება არ მისცეს”.

”თქვენი ხალხის სულისკვეთება მრავალი სხვა ერისთვის იქნებოდა საკმარისი”, – თქვა სიმონიანმა.

გარდა ამისა, მან გააკრიტიკა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, USAID-ზე მიუთითა.

მისი თქმით, ასეთი ორგანიზაციები „ახორციელებენ თავიანთ პოლიტიკასა და ღირებულებებს“, „ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდექსს“, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას.

მან აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა უსურვა, მათთან უკომპრომისოდ საბრძოლველად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები