ჩხოროწყუს მერმა მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრა დღეს ქალაქ ჩხოროწყუში გამართა.

დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

•ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2023 წელს 12 მილიონ 184 ათასი ლარით განისაზღვრა.

•მუნიციპალიტეტში განხორციელდა 34 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. ბიუჯეტმა 6 380 082 ლარი შეადგინა.

•23 კმ მანძილზე მიმდინარეობს გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.

•სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდა 23 პროექტი. ბიუჯეტმა 1 955 000 ლარი შეადგინა.

•,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ბიუჯეტმა 446 000 ლარი შეადგინა.

•მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ახალი სკოლების მშენებლობა: ქალაქ ჩხოროწყუს ,კირცხის (სარაქონის#2) აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, სოფელ ნაფიჩხოვოსა და ზუმის საჯარო სკოლები; 4 სკოლაში ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

•უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ ლესიჭინეში 50 ბავშვზე გათვლილი, ხოლო ქალაქ ჩხოროწყუში 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა.

•ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 7 სოფელში: ლესიჭინეში,ახუთში, ქვედა ჩხოროწყუში, ლეწურწუმეში, ხაბუმეში, ჭოღასა და მუხურში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. 2209 აბონენტი უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით. უახლოეს პერიოდში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება კირცხში, სარაქონსა და ზუმში.

•ჯანდაცვა და სოციალური დაცვის 16 პროგრამით 1270 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. ბიუჯეტმა 561 187 ლარი შეადგინა.

•ქალაქ ჩხოროწყუში გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ მიმდინარეობს სასმელი წყლის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. პროექტი აბონენტებს გამრიცხველიანებასა და წყლის ბასეინების მოწყობას ითვალისწინებს. ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს შეადგენს.

•ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებს სახელმწიფო 4 601 202 ლარით აფინანსებს. ამ ეტაპზე დასრულებულია გადახურვითი და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის აპარატურით, განათებებით, დიდი საკონცერტო დარბაზით აღჭურვილი კულტურის სახლი ექნება, რომელიც 400 სტუმარს მიიღებს.

•ქალაქ ჩხოროწყუში ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი – ,,განახლებული რეგიონები” , რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების, ტროტუარებისა და ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.

მერმა გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში მოსახლეობას ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები