ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაუწყებელი დღეიდან ეთერში რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ფილმებს გაუშვებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტელერადიოკომპანია “ირ” დღეიდან, 1-ელი დეკემბრიდან ეთერში რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ფილმებს გაუშვებს კოლექციიდან “100 საუკეთესო ფილმი”.
აღნიშნულია, რომ, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ცხინვალელები “საყვარელ საბჭოთა ფილმებს ნახავენ, რომლებსაც სიკეთე, ადამიანებს შორის ურთიერთობები მოჰქონდა”.
ფილმების ჩვენება კვირაში ორჯერ, საინფორმაციო გამოშვებამდე გავა.