ამერიკელმა ასტრონომებმა ახალი პლანეტა იპოვეს
სამეცნიერო პორტალ Space.com-ის ინფორმაციით, ნასას მეცნიერთა ჯგუფმა მზის სისტემასთან საკმაოდ ახლოს მყოფი პლანეტა აღმოჩინა, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს. პლანეტა, რომლის პირადი ნომერია Gliese 832c, დედამიწიდან დაშორებულია სულ რაღაც 18 სინათლის წლით. მეცნიერებში გაჩნდა ვერსია, რომლის თანახმადაც ახალ პლანეტაზე შესაძლოა, იყოს წყალი და კლიმატი და ძალიან წააგავდეს დედამიწის კლიმატს.
2014 წლის მარტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ სამი პლანეტა, რომლებიც მოთავსებულია, ეგრეთ წოდებულ, ,,სიცოცხლის ზონაში”. ისინი დედამიწას ზომით 6-ჯერ აღემატებიან და ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდი 9 წელია.