პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია და ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემის ფორმატი – “პირდაპირი ხაზი” ერთ დღეს ჩატარდება
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური დიდი პრესკონფერენცია, ასევე, ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემის ფორმატი – “პირდაპირი ხაზი” ერთ დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდება.
კრემლის ლიდერის ამ ფორმატებში საზოგადოებასთან კომუნიკაცია გასულ წელს არ გამართულა.
როგორც მისმა სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, “ეს იქნება “პირდაპირი ხაზის” კომბინირებული ფორმატი და პრეზიდენტის დასკვნითი პრესკონფერენცია.”
პესკოვის თქმით, სპეციალურად შექმნილ სტუდიაში განთავსდებიან მედიის წარმომადგენლები – ჟურნალისტები რუსეთის რეგიონებიდან, ფედერალური მედიიდან, ასევე, მოსკოვში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები.
ხოლო მოსახლეობის კითხვების მიღება უკვე ხვალიდან, 1-ელი დეკემბრიდან დაიწყება.