„თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები და შესწორებები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

„როგორც მომხსენებელმა საკითხის განხილვისას განმარტა, ცვლილებების პროექტი დისტანციურ სწავლებაზე მყოფ სტუდენტებისთვის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ მიდგომას, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით სასამართლოში გასაჩივრების ვადების დაჩქარებას, სამხედრო სამსახურში მყოფ წვევამდელის შვილის შეძენის შემთხვევაში სამსახურის გაგრძელების საკითხებს და მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების პროცედურებს არეგულირებს.

კომიტეტის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები