“გაოცებული ვარ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ახორციელებს“ – ნატომ უკრაინასთან რეფორმების ახალი გეგმა შეათანხმა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოკავშირეებს წარუდგინა და შეათანხმა ალიანსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი პროგრამა.

ამის შესახებ მან ალიანსის შტაბ-ბინაში განაცხადა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს უკრაინის მიერ დემონსტრირებული რეფორმების პროგრესს.

„გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ახორციელებს“, – თქვა მან.

უკრაინა-ნატოს საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კიევმა ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.

„ჩვენ შევთანხმდით სამუშაო პროგრამასა და სტრუქტურაზე, რომ რეფორმების გატარებაში ვიყოთ დარწმუნებული”,- თქვა გენმდივანმა.

პროგრამის დამტკიცების შესახებ განცხადება საბჭომაც გააკეთა.

„ნატო და უკრაინა უკვე მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს ერთად, მათ შორის, თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციების, კიბერთავდაცვისა და მდგრადობის სფეროში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები