ონის მუნიციპალიტეტმა და იაპონიის მთავრობამ ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც სათემო ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს

2023 წლის 28 ნოემბერს ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ონის მუნიციპალიტეტისთვის სათემო ავტობუსის შეძენას.

ამის შესახებ ონის მერიაში განაცხადეს.

მათი ცნობით, პროექტის ხელმოწერის ცერემონიას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ესწრებოდნენ.
პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.
საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და განათლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები