ეკო ფანგანი მასზე და გიორგი აბაშიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

მოდელი ეკო ფანგანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასლან აბაშიძის შვილის – გიორგი აბაშიძის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ის იყო, უარყოფს.
„ცოდოა ყველა, ვინც ჩემი და გიორგი აბაშიძის უაზრო ისტორია თავისით ააგორა“, – ასე გამოეხმაურა მოდელი ეკო ფანგანი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე საქართველოში მის გამო ჩამოვიდა. როგორც მოდელი ფესბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მედიამ მასაც და გიორგისაც სიცრუე აუგორა.
„საიდან დავიწყო აღარ ვიცი. ყოველთვის ვერიდები ჟურნალისტებზე რაღაცის დაწერას, თითქმის ყველა მეგობრებში მყავს და ბევრ მათგანს დიდ პატივს ვცემ, როგორც ჟურნალისტს და ადამიანს. მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ჟურნალისტების დიდი ჯგუფის არაპროფესიონალიზმი და უკაცრავად და – სიბანძე! (უწიგნურობაზე, გაუნათლებულობაზე და ელემენტარული გრამატიკის არ ცოდნაზე აღარ ვლაპარაკობ)
მეგობრების პირადი ფოტოალბომებიდან ამოღებული ფოტოებით საკუთარი მწირი ფანტაზიით შექმნილი ისტორიების გამოქვეყნება მეტყველებს ამ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე და ის გვერდები კი, სადაც ეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია იბეჭდება, არის ყოვლად შეუმდგარი საცოდავი, ვითომ მედიასივრცე! მართლა ცოდოა ყველა, ვინც ჩემი და გიორგი აბაშიძის უაზრო ისტორია თავისით ააგორა, მეც და გიორგისაც რაღაცები მოგვაკერა და ამდენი თვეა იმეორებს! ფოტო გადაღებულია გაზაფხულზე ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე!! მას მერე არც მინახავს გიორგი აბაშიძე, თუმცა ბავშვობიდან ვმეგობრობ, რადგან ძალიან ადრე მამაჩემი რამდენიმე წელი აჭარაში მოღვაწეობდა! გასაგებია?! თქვენ ხომ არაფერი გაგებათ ჟურნალისტობის და იმას მაინც მიხვდით, რომ თქვენი ბანძი ჭორების გამო, სხვა ადამიანებს, შეიძლება, ზიანი მიადგეს, მაგრამ ამდენი აზროვნების უნარი ვის აქვს!! ყველას, ვინც ამ პოსტს თავის თავზე მიიღებს, წარამტებებს ვისურვებ!“, – წერს ფანგანი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბაშიძე გუშინ ღამით დააკავეს, რის შემდეგაც ის თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მედიაში კი იწერებოდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მას ეკო ფანგანთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს და მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზიც ეს იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები