სასწრაფოდ:ფშავში კიდევ ერთი ახალგაზრდა გაიყინა

   ფშავში 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გაიყინა. მამაკაცი, რომელიც მდინარე არაგვში ჩავარდა, ორივე ტერფის მოყინვით დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანების ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. 24 წლის მამაკაცი ფშავიდან სამედიცინო დაწესებულებაში კატასტროფის ბრიგადამ მიიყვანა. გუგა ქაშიბაძის განცახდებით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე არაგვში ჩავარდა და ამის შემდეგ მან 5 საათის განმავლობაში სველი ფეხსაცმლით იარა. მისივე თქმით, მას ორივე კიდურის ტერფი გაეყინა. გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოყინვის დროს დაუშვებელია თოვლით დაზელვის პროცედურა. „კატეგორიულად დაუშვებელია მოყინვისას, პირველადი სამედიცინო დახმარების დროს თოვლით შეზელვის პროცედურის ჩატარება, რადგან ეს უფრო გართულებას იწვევს“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები