ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა
ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მემარცხენე პარტიის ყოფილი წევრი სარა ვაგენკნეხტი და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი კორესპონდენტი გაბრიელე კრონე-შმალცი იყვნენ.
როგორც აქციაზე გამოსვლისას სარა ვაგენკნეხტმა განაცხადა: „უკრაინელ ხალხს არა იარაღი, არამედ მშვიდობა სჭირდება და ამისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები“.
პოლიციის ცნობით, აქციაში 7000 ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ დემონსტრაციას 20 000 მოქალაქე შეუერთდა.