,,ბენბენის“ მისტიკური ქვა
ძველ ეგვიპტურ არტეფაქტებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ,,ბენბენის“ მისტიკურ ქვას, რომელიც, მეცნიერთა აზრით, არამიწიერი წარმოშობისაა. მისტიკური ქვა პირველად ფენიქსის ტაძარში აღმოაჩინეს, ის ამ მითიური ფრინველის სიმბოლოს წარმოადგენდა. ეგვიპტოლოგთა თქმით, ის ტაძარში შესასვლელ კოლონაზე იყო მოთავსებული და წმინდა სარიტუალო დანიშნულებას ასრულებდა. ,,ბენბენის“ ქვაზე საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობოდა ფენიქსის პატარა მინიატიურების გამოსახვას, რაც მითიური ფრინველის მრადასიბობაზე მიანიშნებდა. თანამედროვე გეოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ,,ბენბენის“ ქვა აგებულებით ჩვეულებრივ პატარა ზომის მეტეორიტს წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა, ძველი სამეფოს ეპოქაში ჩამოვარდა ეგვიპტის ტერიტორიაზე და ღვთაებრივ მინიშნებად იქნა მიჩნეული.