სამშვიდობო ზავის მესამე დღეს „ჰამასი“ კიდევ 13 მძევალს გაათავისუფლებს

სამშვიდობო ზავის მესამე დღეს „ჰამასი“ კიდევ 13 მძევალს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს უკვე გადაეცა იმ მძევლების სია, რომელთა გათავისუფლებასაც დღეს „ჰამასი“ გეგმავს. ამ სიას ახლა ისრაელის უსაფრთხოების ძალები შეამოწმებენ და შემდეგ ინფორმაცია მიეწოდება მძევლების ოჯახების წევრებს.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენლებმა წითელი ჯვრის წევრებს გადასცეს 20 მძევალი, მათ შორის 13 ისრაელელი და შვიდი უცხოელი იყო. თავის მხრივ, ისრაელმა გაათავისუფლა ციხეში მყოფი 39 პალესტინელი, მათ შორის ექვსი ქალი და 33 არასრულწლოვანი.

მანამდე, 24 ნოემბერს, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი 13 ისრაელელი და 11 უცხოელი გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები