ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვგმობთ ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების ცრუ განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს
ჩვენ ვგმობთ ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების ცრუ განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.
მას შემდეგ, რაც პედრო სანჩესმა და ალექსანდერ დე კროოსმა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმეს, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დავალებით, ესპანეთისა და ბელგიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა.
„ისრაელი მოქმედებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ებრძვის მკვლელ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც უფრო უარესია, ვიდრე ISIS-ი, რომელიც სჩადის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.