ფინანსთა სამინისტრო: გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერენ მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს საქართველოში

საქართველოს მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის ცვლილებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა) „მულტინაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსთან“, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმაKfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ვერონიკა გარსია დელ არკომKfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმაAFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფანი დელფიმ.

„ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰეიკე ბაკოფენ-ვარნეკე, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ცვლილებები ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორისაა, განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერა, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყება, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კლიმატის მდგრადობა, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა და სხვა.

როგორც აღინიშნა, პარტნიორების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები