“რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი ქმედებები, ასევე, ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე” – პეტრას აუსტრევიჩიუსი
“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა, სამართლებრივი ქმედებები, ისევე – როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. 58 წლის თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულებისას. მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი, უკანონოდ დააკავეს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.