ანა ფოტიგა: ჩვენი მიზანია, შეიქმნას ევროკავშირის სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც სანქციების დაწესებაში დაგვეხმარება

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, მიზანია შეიქმნას ევროკავშირის სია – ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც მათ სანქციების დაწესებაში დაეხმარება მათზე, ვინც უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ ამ და მსგავსი სახის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი.
“დიდი მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს შესანიშნავი თანამშრომლობისა და ამ რეზოლუციაზე ღირებული კონტრიბუციისთვის. საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის ომის ვეტერანი თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, როდესაც მეგობართან ერთად ეკლესიაში მიდიოდა.

„გინტური მოკლეს და საქართველოს მეორე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ევროკავშირის სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც უდანაშაულო ადამიანების, ამ ქვეყნის პატრიოტების წინააღმდეგ ჩადენილ ამ და მსგავსი სახის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები