სვენ მიქსერი – თამაზ გინტურზე: უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ადამიანთა მკვლელობაზე

“კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. მომხდარი მკვლელობა განსაკუთრებით საზარელი და ოკუპანტების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულია, მაგრამ ეს არ ყოფილა განცალკევებული შემთხვევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და 2008-ში მიიტაცა საქართველოს კუთვნილი ტერიტორია, მსგავსი ინციდენტების მუდმივი ნაკადი იყო”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოწოდებაა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადოს სია იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ ეფექტიანი მიზანმიმართული სანქციები

„ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, მცოცავ ოკუპაციას, პასპორტიზაციასა და ბორდერიზაციას. დღესდღეობით ევროკავშირის მისია ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. მნიშვნელოვანია მონიტორინგის მისია EUMM -ი უზრუნველყოთ ადეკვატური რესურსით ამ მისიის განსახორციელებლად. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც ყოველთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველი იქნება. ვიდრე ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვითხოვთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ადამიანთა მკვლელობაზე. მოვუწოდეთ ევროპულ საბჭოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადოს სია იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ ეფექტიანი მიზანმიმართული სანქციები“, – აცხადებს სვენ მიქსერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები