ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელზე „ჰეზბოლას“ ყოველდღიურმა თავდასხმებმა ლიბანში ყოვლისმომცველი ომი შეიძლება გამოიწვიოს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ტერორისტული ჯგუფის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა შეიძლება ლიბანში ყოვლისმომცველი ომი გამოიწვიოს.
„„ჰეზბოლას“, ირანის მარიონეტის თავდასხმებმა შეიძლება ლიბანში ომი გამოიწვიოს.
ისრაელს არ აქვს ინტერესი სხვა ფრონტის გახსნით, მაგრამ ჩვენ ვერ გავაგრძელებთ მსგავს თავდასხმებს. საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობაა „1701 რეზოლუციის“ სრულად განხორციელება, რათა თავიდან აიცილოს ომი ლიბანში“, – თქვა კოენმა მედიასთან ბრიფინგზე.