“არ მოგცემთ ახალ ათონში აგარაკის გაყიდვის უფლებას” – აფხაზეთში სახელწიფო აგარაკების სავარაუდო გაყიდვას აპროტესტებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის სახელმწიფო აგარაკების ტერიტორიაზე გვიან ღამით არეულობა იყო, სადაც ადგილობრივები აგარაკების სავარაუდო გაყიდვას აპროტესტებდნენ. არეულობის დროს მათ ობიექტის გარშემო არსებული ღობე ჩამოანგრიეს.
მოგვიანებით კი, ადგილზე ე.წ. ძალოვანები მივიდნენ და ტერიტორიაზე დაცვა გააძლიერეს.
“არ მოგცემთ ახალი ათონის აგარაკების გაყიდვის უფლებას!” – ამ შეძახილებით გადაკეტეს მათ აგარაკთან მისასვლელი გზაც.
როგორც მედიას საექსპერტო ფონდის – “აამთას” ხელმძღვანელმა, ნატალია სმირმა ე.წ. ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ უთხრა, საზოგადოებამ მიიღო გარანტიები, რომ აღნიშნული ობიექტი არც გაქირავდება და არც გაიყიდება.
მისი თქმით, გადაწყდა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ე.წ.პარლამენტს და დე ფაქტო პრეზიდენტს წერილობით მიმართავს, რომ აგარაკებთან დაკავშირებით ერთსულოვანი განწყობაა.