რუსულმა სამხედრო მზვერავმა თანამგზავრმა კატასტროფა განიცადა
გასულ კვირას ამერიკელმა სამხედროებმა დააფიქსირეს რუსული სამხედრო მზვერავი თანამგზავრის ,,კოსმოს-2495“-ის ჩამოვარდნის შესახებ, – ამის შესახებ პირველად განაცხადეს ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. ამერიკელი სამხედროების ინფორმაციის თანახმად, რუსული თანამგზავრი ,,კოსმოს-2495“ ატმოსფეროში შევიდა და სამხედრო-საჰაერო ძალების კატალოგიდან 2014 წლის 3 სექტემბერს გაქრა. დღემდე უცნობია, რა მიზეზით ჩამოვარდა თანამგზავრი, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ 9 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნის ფაქტი უარყო.