1 მილიონი დოლარი დაბერების პროცესის შესაჩერებლად

კომპანია Google-მა გადაწყვიტა, 750 მილიონი დოლარი ჩადოს გლობალური პროექტის განხორციელებაში, რომელიც დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნას მოხმარდება. ახალ პროექტში გამოიკვეთა კიდევ ერთი ინიციატივა, რომელივ სილიკონური ტექნოლოგიების შექმნას ეხება და ადამიანის ჯანმრთელ მდგომარეობაში დაბერებას გამოიწვევს. ამა წლის 9 სექტემბერს სან-ფრანცისკოში განაცხადეს ,,Palo Alto Longevity Prize“ პრემიის დაწესების შესახებ, რომელიც აღნიშნულ პრობლემას შეეხება. პრემიის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ დოლარს და მიიღებს მეცნიერთა ის ჯგუფი, რომელიც დაბერების პროცესების შემაჩერებელ პრეპარატებს შექმნის.
,,დღეს საკმაოდ ბევრი სამეცნიერო დაწესებულება მუშაობს ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ არც ერთი არ იძლევა კონკრეტულ შედეგებს, ჩვენ ვცდილობთ, ეს იდეები რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა ახალი პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯუნ იუნმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები