“რესპუბლიკური პარტია” საქართველოში კრემაციის დაკანონებას ითხოვს

“რესპუბლიკური პარტია” საქართველოში კრემაციის დაკანონებას ითხოვს.

პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვისაც სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის კრემაცია მოხდეს, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და იყოს არჩევანის თავისუფლება.

“ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალში კრემაცია, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, თუ ვინმე დაინტერესდება, მიიღოს კრემაციის სერვისი, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან არ არის დარეგულირებული კანონმდებლობა. საკითხის შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი და ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის კრემაცია მოხდეს (იარსებოს კრემაციის სერვისმა), ამის შესაძლებლობა ჰქონდეს და იყოს არჩევანის თავისუფლება. ეს საკითხი ეხება არჩევანის თავისუფლებას, განვკარგოთ საკუთარი სხეული გარდაცვალების შემდეგ. არიან ადამიანები – და ცოტა არა – ვისაც ეს საკითხი აინტერესებს და ელოდება, რომ ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში იყოს,” – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები