“უკეთ ვარ, თავდამსხმელს არ ვიცნობ” – რას ამბობს კოსტა სანიკიძე მასზე თავდასხმის შესახებ
“უკეთ ვარ, ჩემი გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა”,- ამის შესახებ “რუსთავი ორის” პროექტ “პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილე, კოსტა სანიკიძე მასზე განხორციელებულ თავდასხმასა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, თავდამსხმელს არ იცნობს.
“არა, ცნობით არ ვიცნობ… ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი… მერე შეიძლება, ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას უარესად… ვერ გეტყვით ვერაფერს,” – ამბობს კოსტა სანიკიძე “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, კოსტა სანიკიძე გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლში მუცლის არეში დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.