გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ლიცენზია უნდა გაუქმდეს.

“ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს იძახიან და მერე საზოგადოებას გვეუბნებიან რომ უნდა ვენდოთ. რის საფუძველზე უნდა ვენდოთ? ვითხოვთ კონკრეტულ საბუთს, რომ ეს ლიცენზია გაუქმდება, დღეს მაგალითად და აუცილებლად ვითხოვთ, რომ გათავისუფლდეს 11 დაკავებული პირი, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი”,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს გუშინ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

საკითხს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, ტყუილია, რომ რაჭაში ტყე გაიყიდა და არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად. მათივე ინფორმაციით,  ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები