„ამ ადამიანებსა და უკრაინას შორის კავშირს არ დავტოვებთ“ – ზელენსკი სანქციებს აფართოებს

Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან, ასევე, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.

„ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები