19 ოქტომბერს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება

კვირას, 19 ოქტომბერს, 10 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთვის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად “ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის” ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში დაიწყო 13 ივლისს.

მათი ცნობით, ხატის მოგზაურობა დასრულდა და 19 ნოემბერს ხატი დაბრძანდება მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძარში. მომლოცველებს შეეძლებათ “ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი”- ს ასლის მოლოცვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები