„ჰამასის“ ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად 12 000-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 5 000 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი წერს.
პალესტინის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც „ჰამასის“ ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებს, ასევე აღნიშნავს, რომ 3 570-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1 800 ბავშვი დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.