დღეს პარლამენტში ეროვნული არქივის გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გაუმჯობესებულ საარქივო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის” ფორმატში, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

„მიმდინარეობს არქივის გაციფრულება და ახალი ინფრასტრუქტურული განახლება. კერძოდ, დაიწყო არქივის რეგიონული შენობის მშენებლობა გორში, ასევე დუშეთში მცხეთა-მთიანეთის არქივის ახალი შენობის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე კი დასრულდება ხაშურის არქივის შენობის რეაბილიტაცია”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები