IDF: “ალ-შიფას” საავადმყოფოსთან “ჰამასის” კიდევ ერთი მძევლის ცხედარია ნაპოვნი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ალ-შიფას” საავადმყოფოსთან “ჰამასის” კიდევ ერთი მძევლის, ნოა მარჩიანოს ცხედარი იპოვეს.

მარჩიანოს ცხედარი ისრაელის ტერიტორიაზეა გადასვენებული.

სამი დღის წინ გახდა ცნობილი, რომ 19 წლის ნოა მარჩიანო დაღუპულია.

ასევე, როგორც უკვე ცნობილია, სამედიცინო ცენტრთან ახლოს მდებარე შენობაში ისრაელის არმიამ კიდევ ერთი ქალის, 65 წლის იეჰუდიტ ვაისის ცხედარი იპოვა.

უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰქონდათ სერიოზული ვარაუდის საფუძველი, რომ “ჰამასის” მიერ გატაცებული ადამიანები სწორედ “ალ-შიფას” საავადმყოფოში იყვნენ, სადაც ისრაელის არმია ორი დღის წინ შევიდა.

თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, სამხედროებმა მძევლები ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ ნაპოვნია მოქმედი გვირაბის შახტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები