ისრაელის სამხედროებმა “ალ-შიფას” საავადმყოფოსთან გვირაბის შახტი აღმოაჩინეს
ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მდებარე, “ალ-შიფას” სამედიცინო კომპლექსში “ჰამასის” გვირაბის შახტი და დანაღმული მანქანა აღმოაჩინეს.
ამის შესახებ IDF-ის განცხადებაშია ნათქვამი.
„ალ-შიფას” ჰოსპიტალში IDF-ის სამხედროებმა აღმოაჩინეს გვირაბის აქტიური შახტი და მანქანა, რომელშიც იყო დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა“, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.