“ჰამასის” მძევლები შესაძლოა, “ალ-შიფას” საავადმყოფოში იმყოფებოდნენ” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე მძევლად აყვანილი 240-ზე მეტი ადამიანი ღაზაში, “ალ-შიფას” საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ მან CBS-სთან ინტერვიუში თქვა.
”ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საავადმყოფოში შევედით”, – თქვა პოლიტიკოსმა.
ნეთანიაჰუს თქმით, როდესაც ისრაელის სამხედროები საავადმყოფოში მივიდნენ, მძევლები იქ აღარ იმყოფებოდნენ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მის მთავრობას აქვს „მძევლების შესახებ სადაზვერვო მონაცემები” და დასძინა, რომ „რაც ნაკლებს ვისაუბრებ ამაზე, მით უკეთესი იქნება“.