საქართველო-შოტლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შოტლანდიასთან მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დაასრულა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის პირველ ტაიმში გახსნა, რასაც მეორე ტაიმში, შოტლანდიის ნაკრების გოლი მოჰყვა. მოგვიანებით ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარში დუბლის შესრულება შეძლო, თუმცა, შოტლანდიელებმა დამატებულ დროში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.