თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის დამტკიცება გადადო

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადადო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფუატ ოქტაიმ განაცხადა, პარლამენტის კომისია, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველი პარტია აკონტროლებს, შემდგომ მოლაპარაკებებს გამართავს და შესაძლოა კანონპროექტი დღის წესრიგში მომავალ კვირას დაბრუნდეს.

„იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა კანონმდებელმა დაამტკიცოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება, ისინი სრულად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი. ჩვენ განვიხილავთ ამ ყველაფერს ჩვენს [მომდევნო] კომისიის სხდომაზე“, – განუცხადა ოქტაიმ ჟურნალისტებს რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ.

ერდოღანმა მიმდინარე თვეში თქვა, რომ შეეცდება ხელი შეუწყოს რატიფიკაციის პროცესს, მაგრამ დასძინა, რომ შვედეთმა ქურთ „ბოევიკებთან“ მიმართებაში საკმარისი ზომები არ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები