გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 15:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 19:00 სთ-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები